loader

ესტონეთის პრეზიდენტის ცოლი ღალატში გამოიჭირეს: იგი ახალგაზრდა მამაკაცს ეცეკვებოდა და კოცნიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესტონეთის პრეზიდენტის ცოლი ღალატში გამოიჭირეს: იგი ახალგაზრდა მამაკაცს ეცეკვებოდა და კოცნიდა

ესტონურმა ჟურნალმა Kroonika-მ საკუთარ საიტზე შვიდწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის პირველი ლედი ეველინ ილვესი უცნობ ახალგაზრდა მამაკაცს ეცეკვება, ეხვევა და კოცნის. ვიდეოში ჩანს, რომ წყვილს ფოტოს უღებენ, მაგრამ ისინი ამას არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის 47 წლის ცოლმა 7 აგვისტოს ტალინის კაფე Komeet-ში მიმდინარე წვეულების დროს "საკუთარი სტატუსი და ქორწინება" დაივიწყა. ესტონეთის პირველი ლედისთვის ტერასაზე, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მაგიდა იყო დაჯავშნილი. ქალმა დაწესებულება თანამგზავრთან ერთად დაახლოებით დილის ხუთ საათზე დატოვა.

ქვეყნის პირველ ლედის, ისევე, როგორც მის მეუღლეს, მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.