loader

სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეები დონეცკის ცენტრში ხელებშეკრული ჩამოატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეები დონეცკის ცენტრში ხელებშეკრული ჩამოატარეს

დონეცკის ცენტრში სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეების კოლონა ქალაქის ცენტრში საჩვენებლად ჩაატარეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოლონის მსვლელობისას ტყვეებს კვერცხებს, პომიდორებსა და წყლიან ბოთლებს ესროდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლენინის მოედანზე დაალხოებით 100 ხელებშეკრული სამხედრო მოსამსახურე ჩამოატარეს, რომელთაც ტერორისტები ავტომატებით ხელში მოჰყვებოდნენ.

"ტყვეების აღლუმის" ჩატარების პირობა პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში გამართული ღონიძიებების საპასუხოდ დადეს.