loader

ღაზას სექტორში მამაკაცმა თავზე წყლის გადასხმის ნაცვლად, ნანგრევები გადაიყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღაზას სექტორში მამაკაცმა თავზე წყლის გადასხმის ნაცვლად, ნანგრევები გადაიყარა

პალესტინელმა მამაკაცმა გადაწყვიტა, მსოფლიო მასშტაბით ბოლო დროს აგორებულ საქველმოქმედო აქციაში უცნაური ფორმით ჩართულიყო: ღაზას ცენტრში მან თავზე წყლის გადასხმის ნაცვლად, ნანგრევები გადაიყარა.

"ძალიან მომეწონა ყინულიანი წყლის გადასხმის იდეა და გადავწყვიტე, მისი პალესტინური ვერსია გამომეგონებინა. ჩვენ ვეძებდით წყალს, მაგრამ ჩვენთვის წყლის გამოყენება მიზნობრივად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი თავზე დასხმა და მაშინაც კი, თუ წყლის მოპოვებას შევძლებთ, მისი გაყინვა ძნელია. მიმოიხედეთ, ირგვლივ შენობები ნანგრევებადაა ქცეული. ამიტომ გადავწყვიტე, ეს გამომეყენებინა წყლის ნაცვლად. ეს გამოწვევა კონკრეტული ადამიანებისთვის კი არა, ყველასთვის არის, რომლებიც თანადგომას უცხადებენ პალესტინელ ხალხს. ჩვენ არ გვაქვს წყალი, სულ ეს არის, რაც გვაქვს. ალბათ, ვერც შევძლებ წყლის შოვნას, სახლში დაბრუნებულმა რომ ჭუჭყი ჩამოვიბანო", - საუბრობს პალესტინელი მამაკაცი ვიდეომიმართვაში.