loader

რა პირობას აყენებენ სეპარატისტები ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გაყვანის სანაცვლოდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობას აყენებენ სეპარატისტები ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გაყვანის სანაცვლოდ

სეპარატისტები, რომლებიც დონეცკის ოლქის ე.წ. რესპუბლიკას აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას და ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის "ჰუმანიტარული კორიდორი" უზრუნველყონ. "ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო გამოყვანა ერთი პირობით - ისინი ჰუმანიტარული კორიდორიდან იარაღის გარეშე უნდა გამოვიდნენ", - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული უაზრო სისხლისღვრა; მიეცეთ მათ საშუალება, დაუბრკოლებლად გამოვიდნენ საბრძოლო მოქმედებების რაიონიდან და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

უკრაინული ბატალიონი ალყაში აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკთან მოექცა. მედიის ინფორმაციით, ამ ქალაქთან საბრძოლო ქმედებები ამ დრომდე გრძელდება.