loader

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება და შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმს - ანდერს ფოგ რასმუსენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება და შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმს - ანდერს ფოგ რასმუსენი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-უკრაინის კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში და ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ეს ფუნდამენტური პრინციპია, როცა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოების პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანება. მე არ ჩავერევი უკრაინის პოლიტიკურ დისკუსიაში. მაგრამ მინდა შეგახსენოთ ნატო-ს გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

Ukraine to pursue NATO membership - Watch the video on georgianews.ge