loader

დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფისას დაღუპულთაგან 183-ის ცხედარი ამოცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკის ოლქში ავიაკატასტროფისას დაღუპულთაგან 183-ის ცხედარი ამოცნობილია

გაერო-ს მონაცემებით, 2 სექტემბრის მდგომარეობით, "მალაიზიის ავიახაზების" ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის შედეგად 298 დაღუპულიდან 183-ის ცხედარი ამოცნობილია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"დღეისათვის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა 183 ცხედარია იდენტიფიცირებული", - დაწერა გაერო-ს პრესსამსახურმა "ტვიტერზე".

"მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 777 18 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ივე მგზავრი დაიღუპა.