loader

პოროშენკოს ოჯახმა ყინულიანი წყალი გადაისხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოროშენკოს ოჯახმა ყინულიანი წყალი გადაისხა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამმა შვილმა - ალექსანდრამ, ევგენიამ, მიხაილმა და ასევე მეუღლე მარინამ აქცია Ice Bucket Challenge-ში მიიღეს მონაწილეობა და თავზე ყინულიანი წყალი გადაისხეს.

ბავშვები რიგრიგობით ერთმანეთს იწვევდნენ, ბოლოს კი ესტაფეტა დედას გადასცეს. პრეზიდენტის მეუღლეს ბავშვვებმა ერთად გადაასხეს წყალი.

ფლეშმობი Ice Bucket Challenge ფონდ ALS Association-ის ინიცირებულია, რომელიც ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძვის. მონაწილეები თავზე ცივ წყალს ისხამენ და პროცესის ამსახველ ვიდეორგოლს ინტერნეტში აქვეყნებენ. შემდეგ ისინი ესტაფეტას სხვა ადამიანებს გადასცემენ, რომელთაც დავალება ერთ დღე-ღამეში უნდა შეასრულონ ან საქველმოქმედო ფონდ ALS Association-ს 100 დოლარი შესწირონ.