loader

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის სკანდალური წიგნი ფრანსუა ოლანდთან თანაცხოვრების შესახებ უკვე გაყიდვაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის სკანდალური წიგნი ფრანსუა ოლანდთან თანაცხოვრების შესახებ უკვე გაყიდვაშია

საფრანგეთის წიგნის მაღაზიებში საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედისა და ჟურნალისტის ვალერი ტრიერვეილერის ფრანსუა ოლანდთან თანაცხოვრების შესახებ მემუარები გამოჩნდა.
წიგნი - "მადლობა ამ მომენტისთვის" საიდუმლოდ მზადდებოდა: მის დასაბეჭდად გერმანიაში პატარა ტიპოგრაფია შეირჩა, რედაქტორებმა კი პირობა დადეს, რომ ხელნაწერის შინაარსს არ გაამჟღავნებდნენ. იმუშავებს თუ არა ეს მარკეტინგული ნაბიჯი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გამომცემლებს ბევრის იმედი აქვთ, რადგან წიგნის ტირაჟი 200 000 შეადგენს, ხოლო ერთი ეგზემპლარის ფასი 20 ევროა.