loader

აუტისტ თინეიჯერს თავზე წყლის ნაცვლად შარდი გადაასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუტისტ თინეიჯერს თავზე წყლის ნაცვლად შარდი გადაასხეს

ოჰაიოში, კლივლენდში მცხოვრებ აუტისტ თინეიჯერს თანატოლებმა სასტიკად დასცინეს. ბიჭს უთხრეს, რომ თავზე წყლის გადასხმის აქციაში მიეღო მონაწილეობა და წყლის ნაცვლად, შარდი გადაასხეს.

14 წლის აუტისტი ბიჭის მშობლებმა ფაქტის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მათ მაშინვე მიმართეს სამართალდამცველ უწყებებს და მოითხოვეს, მათი შვილის დამცირებასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულები სათანადოდ დაისაჯონ. სკოლის ადმინისტრაცია, სადაც აუტისტი ბიჭი და მისი თანატოლები სწავლობენ, რომლებმაც ის აბუჩად აიგდეს, იუწყება, რომ პოლიციის მიერ ინციდენტში მონაწილე პირების დადგენის შემდეგ მათ სკოლიდან გარიცხავს.

იხილეთ:

საბედისწერო წყლის გადასხმა ამწეთი

მამაკაცმა თავზე ცივი წყლის გადასხმისას ჩაისვარა

ფერმერმა ძმებმა დას წყლის ნაცვლად ტალახის ნაკადი მიუშვეს