loader

პეტრო პოროშენკო მარიუპოლში უკრაინის ჰიმნს მთელი შემართებით ასრულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეტრო პოროშენკო მარიუპოლში უკრაინის ჰიმნს მთელი შემართებით ასრულებს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამუშაო ვიზიტით მარიუპოლში ჩავიდა. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. "უკვე მარიუპოლში ვარ. ამ ჩვენს მიწას არავის დავუთმობთ! დიდება უკრაინას! მარიუპოლში ჩემი ჩასვლის შესახებ განცხადების შემდეგ აქ სროლები დაიწყო; ეგონათ შეგვაშინებდნენ. მათი არავის ეშინია", - წერს პოროშენკო სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი მარიუპოლში სამრეწველო საწარმოებს ეწვევა და ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. ამავდროულად, დონეცკის გუბერნატორის მრჩევლის, კონსტანტინ ბატოზსკის განცხადებით, მარიუპოლზე რუსეთის არმიის შეტევა გრძელდება. თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის სიმშვიდეა.