loader

ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობას 440-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთსა და პაკისტანში წყალდიდობას 440-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობამ, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს დაატყდა თავს, 440-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინდოეთში ყველაზე მეტი ადამიანი პენჯაბის შტატში დაიღუპა. სტიქიის შდეგად 2500 სოფელი ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია. ამჟამად მთავრობა 700 000 ადამიანს ევაკუაციისთვის ამზადებს, რადგან მათი სახლები უახლოეს დროში შესაძლოა დაიტბოროს.

პაკისტანის მთავრობის განცხადებით, 3 სექტემბერს დაწყებული წყალდიდობა, 2010 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერია. მაშინ სტიქიის შედეგად 1700 ადამიანი გარდაიცვალა. დღეისთვის ქაშმირის პაკისტანის ნაწილზე უკვე 241 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ მეწყერები გამოიწვია, წვიმებმა ასობით სახლი გადარეცხა, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში წვიმა და წყლადიდობა გაძლიერდება.