loader

რა წერია ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინას საქორწინო კონტრაქტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინას საქორწინო კონტრაქტში

ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინა ბოგარნეს საქორწინო კონტრაქტს პარიზში 21 სექტემბერს აუქციონზე გამოიტანენ. როგორც ისტორიკოსები თვლიან, დოკუმენტი ადასტურებს, რომ იმპერატორის მომავალი მეუღლე ძალიან რეალისტურად უყურებდა ცხოვრებას და ნაპოლეონთან დაცილება, მათ ქორწინებამდე გათვალა. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ჟოზეფინამ საკუთარი ქონების სრული აღწერა შეგნებულად არ წარმოადგინა, რომ განქორწინების შემთხვევაში თავი დაეცვა.

ვაჭრობის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ნაპოლეონისა და ჟოზეფინას საქორწინო ხელშეკრულება 80-დან 100 ათას ევრომდე შეფასდება. მარტში აუქციონის სახლმა Osena-მა გასაყიდად საიმპერატორო წყვილის საქორწინო ბეჭედი გამოიტანა. ლოტი, მაშინ 10-15 ათას ევროდ ფასდებოდა, საბოლოოდ კი 900 000 ევროდ გაიყიდა.