loader

აფხაზი ახალგაზრდების ფლეშმობი შოტლანდიის მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზი ახალგაზრდების ფლეშმობი შოტლანდიის მხარდასაჭერად

შოტლანდიაში დღეს, 18 სექტემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმის გამართვამდე ერთი დღით ადრე გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, შოტლანდიის დამოუკიდებლობას გამოკითხულთა 48% უჭერს მხარს, 52% კი - წინააღმდეგია.

რეფერენდუმში მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას - ფიქრობთ თუ არა, რომ შოტლანდია უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა. თუ რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემს, მაშინ 2016 წლის 24 მარტს შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გამოვა.

youtube-ზე მომხმარებელმა თენგიზ ტარბამ ატვირთა ვიდეო, რომელზეც აფხაზი ახალგაზრდების ფლეშმობია ასახული. აფხაზები შოტლანდიის დამოუკიდებლობას ეხმაურებიან და "შოტლანდიელ ძმებს" ფლეშმობით უცხადებენ მხარდაჭერას.