loader

დამოუკიდებლობის მხარდამჭერი გლაზგოელების ზეიმი და უარი დიდ ბრიტანეთს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამოუკიდებლობის მხარდამჭერი გლაზგოელების ზეიმი და უარი დიდ ბრიტანეთს

შოტლანდიაში ქვეყნის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას რეფერენდუმის მონაწილეთა 55,42%-მა დაუჭირა მხარი, შოტლანდიის დამოუკიდებლობას კი ხმა მისცა 44,58%-მა.

შოტლანდიის ხმის დამთვლელი ცენტრალური კომისიის მონაცემებით, ნაციონალისტებმა მხოლოდ ოთხ ოლქში მოიგეს რეფერენდუმი, მათ შორის - გლაზგოში, სადაც რეფერენდუმში მონაწილეთა 53,5%-მა დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმის შეკითხვას, 47%-მა კი - უარყოფითი.

ედინბურგის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა დამოუკიდებლობას - ედინბურგელთა 39%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, 61%-მა - არა; აბერდინში დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 41%-მა, წინააღმდეგი იყო - 59%, დანდიში რეფერენდუმის მონაწილეთა 57,35%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას, 42,65% მიემხრო გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას.