loader

"ქართველ" სპილო გრანდს მსოფლიოც გულშემატკივრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველ" სპილო გრანდს მსოფლიოც გულშემატკივრობს

ცნობილი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი თბილისის ზოოპარკში ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციას ეხმაურება. შეგახსენებთ, თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს 18 სექტემბერს 4-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის შედეგადაც ცხოველს მოტეხილ ეშვთან ერთად ექიმებმა ქვები, ხრეშისა და ქვიშის ნარჩენები და უზარმაზარი კისტა ამოუღეს.

რთული ოპერაციის და ხანგრძლივი ძილის შემდეგ, რომელიც ნარკოზით იყო გამოწვეული, სპილო გონს გვიან მოვიდა და წამოდგა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრანდს წამოდგომაში სამაშველო სამსახური დაეხმარა. მასთან რჩებიან ინგლისელი ვეტექიმები.

გრანდის ჯანმრთელობის მდგომარეობით კიდევ რამდენიმე ამერიკული გამოცემა, მათ შორის, The Washington Post-ი და The Huffington Post-ი დაინტერესდა.

იხილეთ: სპილო გრანდი გონს მოვიდა და წამოდგა - ემოციური კადრებ