loader

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" მძევლად აყვანილ ტაქსის მძღოლს თავი მოკვეთეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" მძევლად აყვანილ ტაქსის მძღოლს თავი მოკვეთეს

ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია როგორ კვეთენ თავს "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" ბრიტანელ მძევალს, ალან ჰენინგს. "ბიბისის" ინფორმაციით, 47 წლის ტაქსის მძღოლი სირიაში დეკემბერში აიყვანეს მძევლად, როდესაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ალან ჰენინგი სირიაში ყველა სარწმუნოების ხალხის დასახმარებლად იყო ჩასული და მისი მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ ბარბაროსულია "ისლამური სახელმწიფო".

ბრიტანელი მძევლის თავის მოკვეთა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც. მისი განცხადებით, აშშ-ი მკაცრად გმობს ბრიტანეთის მოქალაქის სასტიკ მკვლელობას.

ალან ჰენინგი "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მეოთხე მძევალი იყო, რომელსაც თავი მოკვეთეს. ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ვიდეოში "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" კიდევ ერთი, როგორც თავად აცხადებენ, ამერიკელი მძევლის თავის მოკვეთით იმუქრებიან. როგორც ვიდეოში ამბობენ, ეს ამერიკელი პიტერ კასიგია.