loader

პუტინის გამოსახულებიანი მაისურებისთვის რუსები უზარმაზარ რიგში დგანან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინის გამოსახულებიანი მაისურებისთვის რუსები უზარმაზარ რიგში დგანან

7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი დაბადების დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდა დიზაინერებმა გადაწყვიტეს პრეზიდენტისთვის დღესასწაული ორიგინალური ხერხით მიელოცათ. ზაფხულში თითქმის ყველას პუტინის გამოსახულებიანი მაისური ეცვა, ახლა კი მათ შეეძლებათ სახელმწიფოს მეთაურის გამოსახულებიანი სვიტერები ჩაიცვან. პუტინი შავებში, პუტინი ჰოკეისტი, მეთევზე, ძაღლთან და ვეფხვთან ერთად - აი ასეთია ახალი დიზაინის ტანსაცმელი. თუმცა მათ, ვინც ამ მაისურების შეძენა სურს, დიდ რიგში უწევს დგომა. ზოგი ხუმრობს, რომ ბოლო დროს მაღაზიაში ასეთ რიგში საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა, ამიტომ ხალხი ერთდროულად რამდენიმე სვიტერს და მაისურს ყიდულობს. წინა მაისურებისგან განსხვავებით, რომელიც 1200 რუბლი (50 დოლარამდე) ღირდა, ახალი მაისურების შეძენა მოსახლეობას 3000 რუბლად (100 დოლარი) შეეძლება.