loader

ებოლას ვირუსის პირველი მსხვერპლი აშშ-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ებოლას ვირუსის პირველი მსხვერპლი აშშ-ში

აშშ-ში ებოლას ვირუსს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ლიბერიელი ტომას ერიკ დანკანი აშშ-ში 20 სექტემბერს აფრიკიდან ჩაფრინდა, იგი ამერიკელ საცოლეზე დაქორწინებას აპირებდა. ოთხი დღის შემდეგ დანკანს დაავადების პირველი სიმპტომები გამოუვლინდა. დალასის საავადმყოფოში გასინჯვის შემდეგ იგი სახლში გაწერეს: ექიმებმა სწორი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. ორ დღეში მამაკაცი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს და საკარანტინო განყოფილებაში მოათავსეს.