loader

მიშელ ობამას პოლიტიკოსის მხარდასაჭერ გამოსვლაში მისი გვარი 7-ჯერ შეეშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიშელ ობამას პოლიტიკოსის მხარდასაჭერ გამოსვლაში მისი გვარი 7-ჯერ შეეშალა

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლემ მიშელ ობამამ აიოვას შტატის სენატში კანდიდატის, დემოკრატ ბრიუს ბრეილის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსის გვარი შეცდომით შვიდჯერ წარმოთქვა.
მიშელ ობამა ერთსა და იმავე შეცდომას მანამდე უშვებდა, სანამ ერთ-ერთმა დამსწრემ არ შეუსწორა.
"ბრეილი? აბა, მე რა ვთქვი? - გამოეხმაურა პირველი ლედი დაუფიქრებლად. "ეს კონტროლიდან გამოვიდა ... ვბერდები", - დაასკვნა ბოლოს სიცილით.
ამერიკული მედიის ცნობით, ღონისძიების ბოლოს ობამამ შეცდომა გამოასწორა და პოლიტიკოსის სახელი სწორად წარმოთქვა, რის შემდეგაც მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.