loader

როგორ გამოიყურება ტაიფუნი კოსმოსიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ტაიფუნი კოსმოსიდან

ინტერნეტში კოსმოსური სააგენტოს ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც გიგანტურ ტაიფუნ "ვონფონის" "თვალს" აჩვენებს. ტაიფუნის "თვალის" დიამეტრი 80 კმ-ს აღწევს. ციკლონი ამჟამად იაპონიის მთავარი  კუნძულის - ჰონსიუს თავზე მძვინვარებს.

ციკლონის შედეგად იაპონიაში 59 ადამიანი დაშავდა, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება. სიძუოკას პრეფექტურაში ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაახლოებით 540 ავიარეისი გადაიდო. დაკეტილია რიგი ავტომაგისტრალებისა. ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები მოგლიჯა, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე 50 000-ზე მეტი სახლი დარჩა. დაკეტილია ათობით საშუალო სკოლა.

"ვონფონი" მე-19 ტროპიკული შტორმია, რომელიც წელს წყნარ ოკეანეში წარმოიქმნა.