loader

რუსმა ხელოვანმა შუა ქუჩაში ყური მოიჭრა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსმა ხელოვანმა შუა ქუჩაში ყური მოიჭრა (+18)

სკანდალურმა პეტერბურგელმა ხელოვანმა პიოტრ პავლენსკიმ საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოგნა, როცა შიშველი აძვრა მოსკოვში სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო ცენტრის შენობაზე და უზარმაზარი დანით ყურის ბიბილო მოიჭრა. შიშველი და სისხლიანი პავლენსკი სახურავიდან სამართალდამცველებმა ჩამოიყვანეს.

"დანა ყურის ბიბილოს სხეულს აცილებს, ფსიქიატრიის ბეტონის კედელი კი გონიერთა საზოგადოებას შეშლილი პაციენტებისგან ჰყოფს", - აღნიშნა მხატვარმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ეს პავლენსკის პირველი "თვითგვემა" არ არის. ხელოვანი 2013 წელს წითელ მოედანზე სასქესო ორგანოთი დაეჭედა, რითაც გამოხატა პროტესტი "ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური ინდიფერენტულობისა და თანამედროვე რუსული საზოგადოების წინააღმდეგ".