loader

ლონდონში მომავლის მეტრო წარმოადგინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლონდონში მომავლის მეტრო წარმოადგინეს

ლონდონში ახალი მატარებლების ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავენ, რომლებიც მეტროპოლიტენს შემდგომი 40 წელი მოემსახურება. მართალია, მათ ლიანდაგებზე 2025 წელზე ადრე ვერ დადგამენ, მაგრამ მათი ლოდინი ნამდვილად ღირს, რადგან ფანტასტი-მწერლების ოცნების ხორცშესხმასავით გამოიყურება.

ახალი მატარებლის კარები თითქმის ორჯერ უფრო განიერი იქნება, რაც შესვლა-გამოსვლის დროს ჭყლეტვას გამორიცხავს. გარდა ამისა, პლატფორმასა და ვაგონებს შორის მანძილი მინიმალური იქნება. ასე რომ, ადამიანს იმის შიში არ ექნება, რომ ფართო "უფსკრულში" ჩავარდება ან რელსებზე რაიმე ჩაუვარდება. რა თქმა უნდა, მომავლის მატარებელში კონდიციონერი და Wi-Fi არის გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მატარებლები თვითმართვადია, თუმცა საწყის ეტაპზე ახალ შემადგენლობებს მემანქანეები ჩაიბარებენ.