loader

"ბატონო პრეზიდენტო, ჩემს შეყვარებულს არ შეეხოთ" - ამერიკელმა ობამაზე "იეჭვიანა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო პრეზიდენტო, ჩემს შეყვარებულს არ შეეხოთ" - ამერიკელმა ობამაზე "იეჭვიანა"

20 ოქტომბერს ბარაკ ობამა ჩიკაგოში საარჩევნო უბანზე მივიდა და წინასწარ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. როცა აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო ბიულეტენზე საკუთარ არჩევანს აფიქსირებდა, დარბაზში ახალგაზრდა მამაკაცმა, მაიკ ჯონსმა ჩაუარა, ქვეყნის პირველ პირს მის გვერდით მდგომ გოგონაზე მიუთითა და "გააფრთხილა": "ბატონო პრეზიდენტო, არ შეეხოთ ჩემს შეყვარებულს".

მაიკის საცოლე აია კუპერი, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა, შეეცადა, პრეზიდენტისთვის ბოდიში მოეხადა შეყვარებულის ამ გამოხდომისთვის, თუმცა ობამა ახალგაზრდის საქციელმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა. "იცი, სულაც არ მქონდა ეგ გეგმაში", - უპასუხა პრეზიდენტმა სიცილით და შემდეგ აია კუპერს მიმართა: "მოდი, გაკოცო, რომ მან მართლა იეჭვიანოს".

'Hey, Obama, don't touch my girlfriend' - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ:

ბარაკ ობამა Get Lucky-ზე ამღერდა

ბარაკ ობამა სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს ფარულად გადაიღეს

ჯენტლმენმა ბარაკ ობამამ მეუღლე უხერხულ კადრებს გადაარჩინა