loader

მარკ ცუკერბერგმა ჩინელები ჩინურის ცოდნით გააოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარკ ცუკერბერგმა ჩინელები ჩინურის ცოდნით გააოცა

მარკ ცუკერბერგმა პეკინში, ცინხუას უნივერსიტეტში გამოსვლის დროს ჩინური ენის ცოდნით ყველა გააოცა. Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კითხვა-პასუხის 30-წუთიან სესიაში მიიღო მონაწილეობა. ჩინელმა დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ცუკერბერგი ჩინურად თავისუფლად ლაპარაკობს და მისმა საუბარმა, რომელშიც ხუმრობებიც კი იყო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

როცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს ჰკითხეს, რატომ შეისწავლა მან ჩინური, ცუკერბერგმა სამი მიზეზი დაასახელა. პირველი, რა თქმა უნდა, მისი მეუღლეა - პრისცილა ჩანი აშშ-ში დაბადებული ჩინელია. მისთვის ხელის თხოვნა მარკს ჩინურ ენაზე უნდოდა, ამიტომაც 2010 წელს ენის შესწავლა დაიწყო. მეორე მიზეზად ცუკერბერგმა ჩინური კულტურა დაასახელა; მესამე კი, მისი თქმით, სირთულე იყო: "მე მიყვარს გამოწვევები" - აღნიშნა საუბრისას 30 წლის მილიარდერმა.