loader

108 მამაკაცი 10 საათში - რისი ატანა უწევთ ქალებს ქუჩაში ყოველდღიურად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

108 მამაკაცი 10 საათში - რისი ატანა უწევთ ქალებს ქუჩაში ყოველდღიურად

ახალგაზრდა ამერიკელი ქალი ნიუ-იორკში ათი საათის განმავლობაში სეირნობდა, რომ დაედგინა, ამ დროის განმავლობაში ქალი რამდენჯერ ხდება ქუჩაში ძალადობის მსხვერპლი. ექსპერიმენტი მოძრაობა Hollaback-ის აქტივისტებმა ჩაატარეს.

ჩვეულებრივ ტანსაცმელში - მუქ ჯინსსა და მაისურში გამოწყობილი 24 წლის შოშანა რობერტსმა მანჰეტენის ქუჩებში იხეტიალა. წინ მისი მეგობარი რობ ბლისი მიდიოდა, რომლის ზურგჩანთაშიც ფარული კამერა იყო დამალული. ჩანაწერის ნახვის შემდეგ აქტივისტებმა დათვალეს, რომ 10-საათიანი სეირნობის მანძილზე გოგონასთან გასაუბრება 108 მამაკაცმა მოისურვა. მონაცემებში არ დაუთვლიათ თვალის ჩაკვრა და სტვენა მამაკაცებისგან. ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონას რამდენიმე წუთით აედევნა კიდეც.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების ყველა რეპლიკა შეურაცხმყოფელ ხასიათს არ ატარებდა. ზოგიერთი მათგანი მას კარგ დღეს უსურვებდა და სთხოვდა, გაეღიმა. აქტივისტების თქმით, ექსპერიმენტის მიზანი იყო, ობიექტურად ეჩვენებინათ, რისი გადატანა უწევთ ყოველდღიურად ქალებს.

იხილეთ: ამდენი ადამიანი უთვალთვალებს ქალის მკერდს ერთ დღეში