loader

როგორ აღწერს მომაკვდავი მეცნიერი უცხოპლანეტელებს, რომლებთანაც მისი თქმით კონტაქტი ჰქონდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აღწერს მომაკვდავი მეცნიერი უცხოპლანეტელებს, რომლებთანაც მისი თქმით კონტაქტი ჰქონდა

აეროკოსმოსური კორპორაციის ყოფილმა თანაშრომელმა ბოიდ ბუშმანმა აღიარა, რომ პირადად უნახავს უცხოპლანეტელები. მომაკვდავმა მეცნიერმა, უცნაური ვიდეო გადაიღო, რომელშიც ამტკიცებს, რომ იცის რა ხდება საიდუმლოებით მოცულ ზონა 51-ზე, რომელიც ნევადის შტატში მდებარეობს. მან აღნიშნა, რომ ამ ადგილას უცხოპლანეტელები და მათი საფრენი აპარატი მდებარეობს. თვითონ ბუშმანი, კორპორაცია Lockheed Martin-ის მეცნიერ-მკვლევარი იყო, რომელიც მრავალი გამოგონების ავტორადაა მიჩნეული.

მეცნიერის თქმით, არსებობს უცხოპლანეტელების ორი ჯგუფი. "წარმოვიდგინოთ რანჩო. ერთი ჯგუფი მოგვაგონებს მორჩილ მუშებს, ხოლო მეორე - საქონლის ქურდებს. ზოგიერთი უცხოპლანეტელის ასაკი 230 წელია. აღსანიშნავია, რომ ე.წ. მუშები ჩვენ მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილები არიან" - აცხადებს ვიდეოში ბუშმანი. ბოიდის თქმით, "ისინი დაახლოებით, 1,3-1,5 მეტრის სიგრძისანი არიან და სამი ხერხემალი აქვთ, რომლებიც ხრტილებისგან შედგება, მათი თითები ადამიანისას გავს, თუმცა, გაცილებით უფრო გრძელია".

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაცია Lockheed Martin-ის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ფირმა უცხოპლანეტელების კვლევით არის დაკავებული. რამდენიმე ხნის წინ, კორპორაციის თანამშრომელმა ბენ რიჩმა განაცხადა, რომ Lockheed Martin სუპერტექნოლოგიებს ფლობს, რომელთა დახმარებითაც გალაქტიკათაშორის მოგზაურობებს აწარმოებენ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე