loader

მწუხარე მამა, რომლის 19 წლის ვაჟი ე.წ. ბიონარკოტიკს ემსხვერპლა, ხალხს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მწუხარე მამა, რომლის 19 წლის ვაჟი ე.წ. ბიონარკოტიკს ემსხვერპლა, ხალხს მიმართავს

კალიფორნიელი თინეიჯერის, კონორ ეკჰადრტის მამამ გულისამაჩუყებელი ვიდეო გაავრცელა, რომელიც ვაჟის საფლავზე გადაიღო. ის ოჯახებს და ახალგაზრდებს აფრთხილებს იმ საშიშროებაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ ბიოს მოხმარებას, რომელმაც მისი ვაჟი იმსხვერპლა. კონორი სინთეტიკური მარიხუანის, ე.წ. სპაისის მოხმარების შემდეგ კომაში ჩავარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ ამბის შემდეგ ბიჭის მშობლები, დევინი და ვერონიკა ცდილობენ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია სინთეტიკური ნარკოტიკების საფრთხის შესახებ.

"მე ახლა ვდგავარ შენს საფლავთან, კონორ და არც კი მჯერა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. ვუყურებ ქვას, სადაც შენი სახელი წერია და ვფიქრობ, ეს არ შეიძლება იყოს ჩემი ცხოვრება... ველოდები, როდის დარეკავ ან მოხვალ შენი სკეიტბორდით და ეს კოშმარი დამთავრდება. ვიცი, რომ ახლა აქ არ ხარ, შენ იესოსთან ერთად ხარ და ვფიქრობ, ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც ჩვენ შევძლებთ ცხოვრების გაგრძელებას. დავკარგე ვაჟი, რომელთან ერთად სერფინგზე ვეღარ წავალ, ვერც მოტოციკლეტით გავისეირნებ, ვეღარ გავაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვიყვარდა. ხანდახან არ ვიცი, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ცხოვრება ან რა შეიძლება გავაკეთო" - ამბობს მწუხარე მამა შვილის საფლავთან.

დევინი ხალხსაც მიმართავს და იმედი აქვს, რომ ეს ისტორია მათ დააფიქრებს: "ვინც ფიქრობთ, რომ "სპაისი" და სინთეტიკა არაფერს გავნებთ, ნუ ისულელებთ თავს. უნდა დავდგეთ ერთად, უნდა შევცვალოთ რამე. ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ფრთხილად იყავით, მსგავსი რამ თქვენც არ დაგემართოთ".