loader

"დროა, გაიხსენოთ, რომ რუსები ხართ" - ლუგანსკელ გოგონებს კლუბებში სიარულისთვის დააპატიმრებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროა, გაიხსენოთ, რომ რუსები ხართ" - ლუგანსკელ გოგონებს კლუბებში სიარულისთვის დააპატიმრებენ

ლუგანსკელ გოგონებს კაფესა და ღამის კლუბში სიარულისთვის დააპატიმრებენ. ამის შესახებ სეპარატისტების საბრძოლო დაჯგუფება Призрак-ის მეთაურმა ალექსეი მოზგოვოიმ ე.წ. ნოვოროსიის სახალხო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პატრულებს ბრძანება მიეცემათ, კაფეებსა და ღამის კლუბებში გამონაკლისის გარეშე ყველა გოგონა დააპატიმრონ.

"ქალმა უნდა იზრუნოს ოჯახზე, ქალი დედა უნდა იყოს და როგორი დედები გახდებიან დუქნების შემდეგ? ვის აღზრდას შეძლებენ? - განაცხადა მოზგოვოიმ. მან დამსწრეებს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა წინადადება, რაზეც ისინი დაეთანხმნენ. "დროა, გაიხსენოთ, რომ რუსები ხართ. დროა, გაიხსენოთ საკუთარი სულიერება", - აღნიშნა სეპარატისტების საბრძოლო დაჯგუფების მეთაურმა.