loader

რუსეთში პირველი ერთსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში პირველი ერთსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა

7 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში პირველი ერთსქესიანი ქორწინება დაარეგისტრირეს. ერთმანეთს ბედი ალიონა ფ-მ და ირინა შ-მ დაუკავშირეს. ეს უკანასკნელი ტრანსგენდერია.

შეგახსენებთ, რუსეთში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას და შესაბამისად, ერთსქესიან ქორწინებას, თუმცა ამ შემთხვევაში წყვილს კანონი არ დაურღვევია, რადგან ირინა შ. იურიდიული თვალსაზრისით მამაკაცია. ის ტრანსგენდერია, რომელიც ამჟამად სქესის შეცვლის ბოლო ეტაპს გადის. მმაჩის ბიუროში განმარტავენ, რომ ქორწინების რეგისტრაციაზე განაცხადი ჩვეულებრივ მიიღეს, რადგან იურიდიულად ყველაფერი გამართული იყო. ქორწინების სახლის თანამშრომელმა ტრადიციულ ტერმინებს ვერ უღალატა და წყვილი, როგორც ქმარი და ცოლი, ისე მოიხსენია.