loader

იტალიის წარმომადგენელი 2014 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიის წარმომადგენელი 2014 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული გახდა

რიგით მე-12 საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი ვინჩენცო კანტიელო (Vincenzo Cantiello) გახდა. მან საკონკურსო სიმღერით "Tu Primo Grande Amore" 159 ქულა მოიპოვა. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

2014 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა Lizi-Pop-მა (ლიზა ჯაფარიძემ), სიმღერით "Happy Day" მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

2014 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა მალტაში 15 ნოემბერს ჩატარდა.

წყარო: junior.eurovision-georgia.ge

იხილეთ ასევე: საბავშვო "ევროვიზიაზე" Lიზი-Pოპ-მა მეთერთმეტე ადგილი დაიკავა