loader

"მის ჰონდურასი" დასთან ერთად მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის ჰონდურასი" დასთან ერთად მოკლეს

ჰონდურასის პოლიციამ წინა კვირაში დაკარგული 19 წლის "მის ჰონდურასის", მარია ხოსე ალვარადოსა და მისი 23 წლის დის, სოფიას ცხედრები იპოვა. სამართალდამცველების განცხადებით, გოგონების ცხედრებს მდინარის ნაპირზე მიაგნეს.

დები ერთ-ერთ კურორტზე წვეულებაზე ყოფნის შემდეგ დაიკარგნენ. პოლიციამ 10 ადამიანი დაკითხა, რომლებმაც გოგონები გაუჩინარებამდე ნახეს. მთავრობამ ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის, ვილის პატრონი, სადაც წვეულება მიმდინარეობდა და სოფიას მეგობარი ბიჭი. როგორც პოლიციაში განაცხადეს, სწორედ მან ნახა ბოლოს გოგონები. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი სწორედ ისაა. პოლიციის ვარაუდით, მამაკაცმა შეყვარებული ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა და მისი დაც გაიმეტა სასიკვდილოდ.

19 წლის მარია ხოსე ალვარადომ "მის ჰონდურასის" ტიტული 2014 წლის აპრილში მოიპოვა. მალე ის ლონდონში, "მის მსოფლიოს" კონკურსისთვის მოსამზადებლად უნდა გაფრენილიყო, რომელიც დეკემბერში გაიმართება.