loader

მამაკაცი, რომელიც 39 წელი ციხეში იჯდა, უდანაშაულო აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელიც 39 წელი ციხეში იჯდა, უდანაშაულო აღმოჩნდა

1975 წელს რიკი ჯექსონი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, და მისი ნაცნობი ძმები - უაილი და რონი ბრიჯმენები - კლივლენდელი ბიზნესმენის მკვლელობისთვის დააკავეს. მათი დაკავება 12 წლის მოწმის საფუძველზე მოხდა, რომელმაც განაცხადა, რომ დაინახა, როგორ მოკლეს ბიზნესმენი.

სასამართლომ ჯექსონს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ხოლო ბრიჯმენებს მრავალწლიანი პატიმრობა. 1978 წელს ოჰაიოს შტატში სიკვდილით დასჯა გააუქმეს და, შესაბამისად, ჯექსონს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. გასულ წელს მოწმემ აღიარა, რომ ჯექსონი და მისი მეგორები დეტექტივების ზეწოლის გამო დაადანაშაულა მკვლელობაში. ახალი მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ ჯექსონი და ბირჯემენები უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა.

ძმები ბრიჯმენები ჯერ კიდევ 2003 წელს გამოვიდნენ ციხიდან. თუმცა, ერთ-ერთი - უაილი კვლავ ციხეში აღმოჩნდა კანონის დარღვევის გამო. მან ამჯერად ციხე ჯექსონთან ერთად დატოვა.