loader

კადრები, როგორ გაიქცა "კოსტა კონკორდიას" კაპიტანი გემის ჩაძირვის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, როგორ გაიქცა "კოსტა კონკორდიას" კაპიტანი გემის ჩაძირვის დროს

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ტოვებს "კოსტა კონკორდიას" კაპიტანი ფრანჩესკო სკეტინო ხომალდს. კაპიტნის გაქცევის დროს ლაინერზე ასობით მგზავრი და ეკიპაჟის წევრი რჩებოდა. ადრე სკეტინო ამტკიცებდა, რომ ლაინერის ავარიის დროს შემთხვევით წაბორძიკდა და სამაშველო ნავში მოხვდა, მაგრამ სახანძრო ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეო მოვლენების მისეულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც პროკურორმა ფრანჩესკო ვერუზიომ განაცხადა, ბრალდებების ნაკრებით - ადამიანების არაგანზრახ მკვლელობა, გემის ჩაძირვა, გულგრილობა და გარემოსთვის მიყენებული ზარალი - სკეტინოს შესაძლოა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯონ.

საკრუიზო ლაინერი Costa Concordia 2012 წლის 14 იანვარს, ღამით ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ჯილოსთან ახლოს რიფს შეეჯახა. გემბანზე 4200 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.