loader

ცოლის ცემაში ბრალდებულ რუს მსახიობს პირდაპირ ეთერში ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცოლის ცემაში ბრალდებულ რუს მსახიობს პირდაპირ ეთერში ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს

ანდრეი მალახოვის გადაცემაში Сегодня вечером პირდაპირ ეთერში მცირე ინციდენტი მოხდა. გადაცემაში ცნობილი რუსი მწვრთნელი ტატიანა ტარასოვა იყო მიწვეული. ტარასოვა ცნობილ მოციგურავეებს წვრთნის და ამასთან პოპულარული საციგურაო შოუ Ледниковый период-ის ჟიურის წევრია (ტარასოვა ელენე გედევანიშვილის მწვრთნელიც იყო). მალახოვის შოუში მის გარდა Ледниковый период-ის სხვადასხვა სეზონის მონაწილეები იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის ცნობილი მსახიობი მარატ ბაშაროვი, რომლის ირგვლივაც ცოტა ხნის წინ სკანდალი აგორდა. მსახიობსა და ტელეწამყვანს ცოლის ცემაში ედება ბრალი. გადაცემის მსვლელობისას, ტატიანამ მარატს მიმართა და განუცხადა რომ მასთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომის სურვილი არ ჰქონდა, იქამდე სანამ მსახიობი მთელი ქვეყნის წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა.