loader

სიდნეიში შეიარაღებულმა პირმა კაფეში მძევლები აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიდნეიში შეიარაღებულმა პირმა კაფეში მძევლები აიყვანა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, სავარაუდოდ, ერთ შეიარაღებულ პირს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი. "ბიბისის" ინფორმაციით, როგორც გარედან ჩანს, კაფეს ფანჯარასთან, სულ მცირე, სამი მძევალი დგას, რომელთაც შავი დროშა უჭირავთ არაბული წარწერით.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა. მისივე განცხადებით, უცნობია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა შესაძლოა, ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.

არსებული ინფორმაციით, ექვსსაათიანი მძევლობის შემდეგ სამმა ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა. "ბიბისის" ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც კაფე "ლინდტი" მდებარეობს, პოლიციის ალყაშია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.