loader

"მის მსოფლიო 2014" სამხრეთაფრიკელი ლამაზმანი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მის მსოფლიო 2014" სამხრეთაფრიკელი ლამაზმანი გახდა

14 დეკემბერს ლონდონში გამართული "მის მსოფლიო 2014"-ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი როლის სტრაუსი გახდა. მეორე ადგილი უნგრელმა ედინა კულშარმა დაიკავა, მესამეზე კი ამერიკელი ელიზაბეტ საფრიტი გავიდა. სულ კონკურსში მონაწილეობას 122 კონკურსანტი იღებდა.

რაც შეეხება გამარჯვებულ მის სტრაუსს, იგი სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ოცნებობს, ექიმი გახდეს. თავისუფალ დროს გოლფის თამაშით და ველოსიპედის ტარებით ერთობა. გარდა ამისა, იგი უკრავს ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე.

Miss South Africa becomes Miss world 2014 - Watch the video on georgianjournal.ge