loader

პაკისტანში სკოლაზე თავდასხმისას 104-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 84 მოსწავლეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაკისტანში სკოლაზე თავდასხმისას 104-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 84 მოსწავლეა

პაკისტანში, ქალაქ პეშვარაში მდებარე სამხედრო სკოლაზე "თალიბანის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 84 სკოლის მოსწავლეა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

სკოლაზე თავდასხმა დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა, რომელმაც ღრმა მწუხარება გამოთქვა უდანაშაულო მსხვერპლის გამო.

პაკისტანის ქალაქ პეშვარაში მდებარე სკოლაში "თალიბანის" მებრძოლები რამდენიმე საათის წინ შეიჭრნენ. ტერორისტული დაჯგუფების პრესსპიკერის განცხადებით, სკოლაზე თავდასხმა პაკისტანის არმიის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხია.

თავდასხმისას სკოლაში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის გამო 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

At least 126, mostly children killed in Pakistan school attack - Watch the video on georgianjournal.ge