loader

რას ეძებდა მსოფლიო Google-ში 2014 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ეძებდა მსოფლიო Google-ში 2014 წელს

2014 წელს მთელი მსოფლიო დანაღვლიანდა მსახიობ რობინ უილიამსის გარდაცვალების გამო, აღფრთოვანებით ადევნებდა თვალყურს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს და ღელავდა ებოლას ვირუსზე. სწორედ ეს სამი სიახლე იკავებს მოწინავე პოზიციებს 2014 წლის ყველაზე ძებნადი სიახლეების სიაში. გარდა ამისა, ჯერ კიდევ მიმდინარე წელს, დედამიწის მოსახლეობა ეძებდა ინფორმაციას მალაიზიის ავიახაზებზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ (შეგახსენებთ, რომ "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგ 777 18 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე მგზავრი დაიღუპა).

ასევე, მოსახლეობა ეძებდა ინფორმაციას ყველაზე ვირუსული საქველმოქმედო კამპანია Ice Bucket Challenge-ზე, რომელიც ნერვული სისტემის დაავადების - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანებისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად. Google-ის ისტორიაში პირველად, ათეულში მოწინავე პოზიციებზე სატელეფონო თამაში გავიდა (Flappy Bird). სიაში საპატიო ადგილი "ევროვიზიის" გამარჯვებულმა კონჩიტა ვიურსტმაც დაიკავა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე