loader

როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ცდილობდა პუტინი ქართველი ჟურნალისტის კითხვისთვის თავის არიდებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის "მაესტროს" ჟურნალისტი თამარ გოცირიძეც იყო, რომელმაც პუტინს ორი შეკითხვა დაუსვა, თუმცა, როდესაც პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სიტყვა ქართველი ჟურნალისტისთვის უნდა გადაეცა, პუტინმა მოულოდნელად მას სიტყვა მოუჭრა და ითხოვა, რომ ჯერ თურქ კოლეგას დაესვა კითხვა. ამის შემდეგ პესკოვი კვლავ გოცირიძეს მიუბრუნდა, თუმცა პუტინმა ჩინელ ჟურნალისტზე მიუთითა და მას სთხოვა კითხვის დასმა. "მაესტროს" ჟურნალისტს არც ამის შემდეგ გაუმართლა, ვინაიდან პუტინმა ამჯერად Financial Times-ს მიმართა.