loader

ავსტრალიაში სახლში რვა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიაში სახლში რვა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ავსტრალიის ქალაქ კერნსში, ერთ-ერთ სახლში 8 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. "ბიბისის" ინფორმაციით, სახლში ასევე იმყოფებოდა ქალი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მომხდარს "ტრაგიკული ინციდენტი" უწოდეს, თუმცა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიშროება არ არსებობს.

პოლიციას არ აქვს ინფორმაცია, ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრი იყო თუ არა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.