loader

აფროამერიკელმა პატრულის ორი თანამშრომელი მოკლა და თავი მოიკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფროამერიკელმა პატრულის ორი თანამშრომელი მოკლა და თავი მოიკლა

მკვლელობა მოხდა აშშ-ში. 28 წლის აფროამერიკელი მამაკაცი ბრუკლინის რაიონში საპატრულო ეკიპაჟის მანქანას მიუახლოვდა და ორი პოლიციელი მოკლა, რის შემდეგაც მეტროს უახლოეს სადგურში ჩავიდა და თავი მოიკლა.

სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება პოლიციის მხრიდან ფერადკანიან მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. ამ დროისთვის ამ ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს.

ამერიკის იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა მკვლელობის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გაუგონარი ბარბაროსული აქტია.