loader

სკანდალური კადრები, როგორ ეპყრობიან Apple-ის პარტნიორ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური კადრები, როგორ ეპყრობიან Apple-ის პარტნიორ კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებს

ბრიტანულმა ტელერადიოკომპანია BBC-მ კორპორაცია Apple-ის მომწოდებელი კომპანიის ქარხანაში სკანდალური კადრები გადაიღო. კადრებზე ასახულია, ჩინეთში, Pegatron-ის ქარხნებში დაქირავებულ მუშათა უფლებების დარღვევის ფაქტები. ქარხნებში iPhone-ს, iPad-ს და Maс-ს აწყობენ. BBC-ის თანამშრომლებმა შანხაისთან ერთ-ერთ ქარხანაში შეაღწიეს და ფარული კამერით მძინარე მუშები გადაიღეს.

გარდა იმისა, რომ BBC-ის ჟურნალისტებმა 12-საათიანი ცვლით გათანგული Apple-ის ჩინურ კონვეირზე მთვლემარე მუშები დააფიქსირეს, ერთ-ერთი რეპორტიორი თავად მოეწყო ქარხანაში სამუშაოდ და iPhone 6-ის სმარტფონებისთვის კომპონენტებს აგროვებდა. მას დასვენების გარეშე, 18 სამუშაო ცვლის განმავლობაში მოუხდა მუშაობა, მიუხედავად დასვენების მოთხოვნისა.

Apple-ში განაცხადეს, რომ სამუშაო ცვლის დროს ძილი ჩინეთის ქარხნების თანამშრომლებში გავრცელებული პრაქტიკაა.