loader

შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სატვირთო გემი გადაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან სატვირთო გემი გადაბრუნდა

მაშველებმა შოტლანდიის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, ჩრდილოეთის ზღვაში დაკარგული მეზღვაურების ძებნა განაახლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სატვირთო გემი, რომელზეც 8 მეზღვაური იმყოფებოდა, გუშინ ამობრუნდა.

სამძებრო სამუშაოები გუშინ ღამე შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა. სატვირთო გემი კვიპროსზე იყო რეგისტრირებული და ცემენტი გადაჰქონდა. გემზე 7 პოლონელი და ერთი ფილიპინელი მეზღვაური იმყოფებოდა.

როგორც გემთმფლობელები აცხადებენ, კატასტროფის შესახებ სიგნალი არ მიუღიათ. ამ რეგიონში არც უამინდობა დაფიქსირებულა.