loader

"ცივი ომი ერქვა იმიტომ, რომ რუსეთში ციოდა" - როგორ პასუხობენ ამერიკელები მარტივ შეკითხვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცივი ომი ერქვა იმიტომ, რომ რუსეთში ციოდა" - როგორ პასუხობენ ამერიკელები მარტივ შეკითხვებს

შეიძლება ამ შეკითხვებზე ქართველებმა პასუხი არ იცოდნენ, მაგრამ ამერიკელების მოვალეობაა, მათი ისტორიის მნიშვნელოვანი დეტალები კარგად იცოდნენ. როგორ ჩაიარა ერთმა ჩვეულებრივმა გამოკითხვამ ამერიკაში?

გამოკითხულთა უმრავლესობამ ვერ დაასახელა, ვისთან მიმდინარეობდა სულ რაღაც 250 წლის წინ ამერიკის რევოლუციური ომი, ანუ ომი დამოუკიდებლობისთვის. "ქვეყნებს შორის" - პასუხობს ერთი; პასუხებს შორის საფრანგეთი, ჩინეთი და "საკუთარი თავი" დასახელდა. კიდევ ერთი შეკითხვა ჯორჯ ვაშინგტონს შეეხებოდა. ბევრმა ის, უბრალოდ, პოლიტიკურ მოღვაწედ დაასახელა, ერთმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აშშ-ის პრეზიდენტი იყო, მეორე პრეზიდენტი.

ვინ მოიგო ცივი ომი - ამერიკელებს ამაზეც განსხვავებული პასუხები აქვთ. ნაწილის აზრით, საფრანგეთმა ან რუსეთმა; იმაზე კი, თუ რატომ ეწოდა ამ ომს ცივი, ერთს განსაკუთრებული პასუხი ჰქონდა: "ცივი ომი ერქვა იმიტომ, რომ რუსეთში ციოდა".