loader

ვინ არიან Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმისას დაღუპულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმისას დაღუპულები

7 იანვარს პარიზში, ყოველკვირეულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაღუპულთა შორის არის ჟურნალის რედაქტორი სტეფან შარბონიე, რომელიც მანამდე იღებდა მუქარის მესიჯებს. ბოლო პერიოდში 47 წლის სტეფან შარბონიე პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის ასევე არიან კარიკატურისტები - ვოლინსკი, კაბუ, ბერნარ ვერლაკი, ჟურნალისტი ბერნარ მარი.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა 2011 წელს მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. "ბიბისის" ცნობით, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საფრანგეთში ეს ეროვნული გლოვის მეხუთე შემთხვევაა.

ასევე იხილეთ:

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!

სასტიკი თავდასხმა და 12 დაღუპული პარიზში: შურისძიება ტერორისტის კარიკატურის გამო? (+18)