loader

ეს წყალი 5 წუთის წინ ადამიანის ფეკალიები იყო, ახლა კი მას ბილ გეიტსი სვამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს წყალი 5 წუთის წინ ადამიანის ფეკალიები იყო, ახლა კი მას ბილ გეიტსი სვამს

კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელმა ადამიანის ფეკალიებისგან სუფთა სასმელი წყლის დამზადების ხერხს მიაგნო. მიღებული პროდუქტი მან უკვე "დააგემოვნა".

საუბარი ეხება პროექტ Omniprocessor-ს, რომელსაც ბილ გეიტსი კომპანია Janicki Bioenergy-სთან ერთად აფინანსებს. ტექნოლოგია შემდეგნაირად მუშაობს: ადამიანის ფეკალიები გადასამუშავებელ სადგურში ხვდება, სადაც მათგან წყალი ორთქლდება, რომელიც შემდეგ სპეციალურ დამუშავებასა და გაწმენდას გადის. ის რაც რჩება, ასევე არ იკარგება, იგი საწვავად იქცევა, რომელიც ასევე ელექტროენერგიის წარმოებას ხმარდება.

ბილ გეიტსი შედეგში იმდენად დარწმუნებულია, რომ ინტერნეტში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფეკალიებიდან აორთქლებულ წყალს სვამს. თუ გეიტსის ჩანაფიქრი გაამართლებს, შესაძლოა იმ 770 მლნ ადამიანის ცხოვრება, რომლებსაც სუფთა სასმელი წყალი არ ჰყოფნით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.