loader

ეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეიფელის კოშკი სიმბოლურად 5 წუთით ჩააქრეს

გუშინ, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, პარიზში სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეიფელის კოშკზე გარეგანათება გამოირთო, რომელიც 5 წუთის შემდეგ კვლავ ჩაირთო, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება.

ამ ინიციატივით პარიზის მერი ენ იდალგო გამოვიდა, რომლის მოწოდებითაც, რესპუბლიკის მოედანზე პარიზელების მიტინგი გაიმართა.

ასობით და ათასობით ადამიანმა მიიტანა სანთლები, ყვავილები, კალმები და ფურცლები დაღუპული ადამიანების პატივსაცემად და სკანდირებდნენ: "შარლი!", "ჩვენ ყველა შარლი ვართ".