loader

პარიზის შტურმის კადრები: მაღაზიაზე თავდამსხმელი მოკლულია, მძევლები გათავისუფლებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზის შტურმის კადრები: მაღაზიაზე თავდამსხმელი მოკლულია, მძევლები გათავისუფლებული

Le Monde-ს ინფორმაციით, ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელიც ლიკვიდირებულია. ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული არიან.
ჟურნალ "Charlie Hebdo"-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშების დაკავების სპეცოპერაცია საფრანგეთის ქალაქ "დამარტენ ან გოელში" დღეს დილით დაიწყო. მოგვიანებით, ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა მამაკაცი, სავარაუდოდ, ამედი კულიბელი და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა.

ასევე იხილეთ: 8-საათიანი ალყის დასასრული - Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები ლიკვიდირებულნი არიან