loader

კადრები, როგორ აიღო პოლიციამ შტურმით შენობა, სადაც ტერორისტი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები, როგორ აიღო პოლიციამ შტურმით შენობა, სადაც ტერორისტი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ

ეს კადრები ქალაქ დამარტენ-ან-გოელშია გადაღებული, სადაც ერთ-ერთი შენობის საწყობის ირგვლივ ალყა თითქმის 9 საათს გაგრძელდა. შენობაში ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები და მათი ერთი მძევალი იმყოფებოდნენ.

შენობის შტურმი თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა. დაიჭრა ერთი პოლიციელი. სპეცოპერაციის დროს გაათავისუფლეს ერთი მძევალი.

ასევე თავდამსხმელის ლიკვიდაციით დასრულდა სპეცოპერაცია ვინსენსის გარეუბანში, სადაც ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი ამედი კულიბელი მოკლეს. მანამდე კი თავდამსხმელმა ოთხი მძევალი მოკლა.

ასევე იხილეთ:

პარიზის შტურმის კადრები: მაღაზიაზე თავდამსხმელი მოკლულია, მძევლები გათავისუფლებული

8-საათიანი ალყის დასასრული: Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები ლიკვიდირებულნი არიან