loader

"ერთიანობის მარშს" პარიზში მსოფლიო ლიდერები გაუძღვნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთიანობის მარშს" პარიზში მსოფლიო ლიდერები გაუძღვნენ

პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ერთიანობის მარში გაიმართა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. განსაკუთრებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

სოლიდარობის მარშს წინ მსოფლიო ლიდერები და დაღუპულთა ოჯახის წევრები გაუძღვნენ. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან ეროვნულ მოედნამდე დაახლოებით 3-კილომეტრიანი მარშრუტი გაიარეს.

ერთობის მარშში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველმა პირმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობდნენ ნატო-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები. საქართველოს პარიზში მიმდინარე მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


იხილეთ ასევე: ფრანსუა ოლანდი მსოფლიო ლიდერებს სათითაოდ ესალმება, ისინიც გულთბილად უსამძიმრებენ

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, ელისეის სასახლეში

მაღაზიის შტურმის ახალი კადრები: როგორ ჩაცხრილეს ტერორისტი და გაათავისუფლეს მძევლები

კადრები, როგორ აიღო პოლიციამ შტურმით შენობა, სადაც ტერორისტი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ

როგორ "მიბობღავს" ბორცვზე ტერორისტებთან მებრძოლი ფრანგული სპეცრაზმი

12 გარდაცვლილი, 66 მილიონი დაჭრილი - საფრანგეთი ვერ დააჩოქეს!

ტერაქტამდე - როგორ ამზადებდნენ ნომერს "შარლი ებდოს" რედაქციაში